ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს - კალაძე ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ "ოცნებას" ოპოზიციასთან დიალოგზე უარი არასოდეს უთქვამს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო.  ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"დიალოგზე უარი "ქართულ ოცნებას" არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს, შესაბამისად, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა....

ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, იმ კონკრეტულ პროექტებთან, რეფორმებთან მიმართებაში", - ამბობს კახა კალაძე

შეგახსენებთ, რომ ჯერ ისევ უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით. 

აქვე გეყტვით, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია:

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი