ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის ოთხ კანდიდატს მხარი ერთხმად დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ნათია თურნავას, ირაკლი ქარსელაძეს, ლევან დავითაშვილს და ივანე მაჭავარიანს საქართველოს პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, არცერთი კომიტეტის წევრი დეპუტატი, რომელიც სხდომაზე იმყოფებოდა და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, წინააღმდეგი არ ყოფილა - გადაწყვეტილება ერთხმადაა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთპარტიულ პარლამენტში იმ მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნაწილს უსმენდნენ, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ისევ გააგრძელებს მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს. 

მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობაა საკმარისი. თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ორშაბათს ელოდებიან.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი