
„დროა გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია“ ამ სათაურით აქვეყნებს ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრი - სეპა სტატიას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„ორივე მხარემ გვერდით უნდა გადადოს მოთხოვნები და ახალი თვალით შეხედოს იმას, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. ჩვენ შეგვიძლია ასეთი დიალოგის შუამდგომლობა და ასეც ვიზამთ, თუმცა პირველ რიგში ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აღიარონ, რომ პრობლემა ძალიან სერიოზულია და გადატვირთვაა საჭირო“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ჩიხში შევიდა, რაც ქვეყანას ზიანს აყენებს და მხოლოდ იმ ადამიანებს ახარებს, ვინც თვლის რომ ქვეყანა დემოკრატიულ რეფორმებს არ ექვემდებარება.