სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტთან, აქციაზე, პოლიციის ქმედებების გამო, გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო შსს-ს თანამშრომლების მხრიდან, 2021 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის განხორციელებული სავარაუდო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნა. ასევე დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი