დეესკალაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ოპოზიცია მზადაა დიალოგისთვის - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით ოპოზიცია დიალოგისთვის მზადაა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. ეს კომენტარი მან ლიეტუას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზიგიმანტას პავილიონისთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ, ოპოზიცია და მე ოპოზიციის სახელით შემიძლია თამამდ გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნორების, ლიეტუვას და არა მხოლოდ მისი ჩართულობით იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც ხელისუფლება რეალობას შეაფასებს ადეკვატურად", - თქვა ნიკა მელიამ. 

მისი განცხადებით, ოპოზიციას აქამდეც ჰქონდა სურვილი სიტუაცია ამ ზომამდე არ მისულიყო და მოწადინეულები არიან, რომ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი შედგეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი