კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, თავს შევიკავებთ - ფრიდონ ინჯია ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტზე

გამოქვეყნდა:

ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე და დავით ზილფიმიანი – პარლამენტის დეპუტატები "ევროპელი სოციალისტებიდან" მონაწილეობას არ მიიღებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში. ფრიდონ ინჯიამ ამის შესახებ კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. 

„ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, თავს შევიკავებთ. იმიტომ, რომ ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა და ვფიქრობ, მმართველ პარტიას თავისუფლად შეუძლია დაამტკიცოს ახალი მთავრობა, რომელიც უკვე წარადგინა", - თქვა ფრიდონ ინჯიამ.

შეგახსენებთ, დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხუთმა კომიტეტმა ოთხი მინისტრის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მინისტრობის კანდიდატებს კიდევ სამ კომიტეტში უსმენდნენ. თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ორშაბათს მივა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი