"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები იმ 4 საკითხთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მსჯელობის საკითხი იყო.
"ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო აქამდე, მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ოცნება უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოლაპარაკება უნდა გაიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო, რომელიც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე უკანასნკელი 4 რაუნდია", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ოთხივე პუნქტი პირწმინდად მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზიგიმანტის პავილიონისმა ოპოზიციასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე შეხვედრები გამართა.