არ მომიწევს აქ დიდხანს ყოფნა, მომეცემა შესაძლებლობა, მთელი საქართველო შემოვიარო - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, თამარ ბაღაშვილის გადაცემაში "მთავარი დებატები" ამბობს, რომ ოფისში ყოფნას დიდხანს არ აპირებს და კოლეგებთან ერთად მთელ საქართველოს შემოივლის. 

"მე აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს, ძალიან მალე მომეცემა საშუალება, კოლეგებთან ერთად მთელი საქართველო შემოვიარო, ხალხთან უფრო აქტიური კომუნიკაცია დავამყაროთ და მოვემზადოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად, მე ამაში დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ ოფისიდან გასულიც იყო და უკანაც დაბრუნდა, რის შემდეგ ხელისუფლებამ ზომები გაამკაცრა და ყველა იმ მანქანის საბარგულის შემოწმება დაიწყო, რომელიც ენმ-ის ოფისიდან გადიოდა. "რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავალ?"- იკითხა ნიკა მელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი