იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობია, ის დაითვალოს, რეალურად რამდენი გვყავს ინფიცირებული – მეუფე იაკობი ინფექციონისტებს უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

სასულიერო პირების და ინფექციონისტების ღია დაპირისპირება - ბოდბელი ეპისკოპოსის  განცახდება, კიდევ ერტი სკანდალის მიზეზი ხდება.

მეუფე იაკობი, პაატარა იმნაძეს, ეკლესიის საქმეებშიი ჩარვის ნაცვლად, დაავადებული პაციენტების ზუსტი რიცხვის დასახელებას ურჩევს.

პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობია, ის დაითვალოს, რეალურად რამდენი გვყავს ინფიცირებული“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

განცხადება სინოდის წევრმა, სამებაში დიდი ხუთშაბათის წირვის შემედეგ გააკეთა, სადაც დღეს მოულოდნელად, ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა და პატრიარქის ქადაგების დროს, მომზადებული 12 სავარძელი, აალაგეს.

მეუფე იაკობის თქმით, მრევლს ტაძარში მისვლისგან თავის არიდებას ვერ ურჩევენ. მან ინფექციონისტებს მოუწოდა, რომ იმ ქვეყნებს მიბაძონ, სადაც ინფიცირებული ექიმების რაოდენობა საერთოდ არ ფიქსირდება.

მოვუწოდებდი, შეხედონ იმ ქვეყნების მაგალითებს, სადაც ექიმები არ ინფიცირდებიან... ვისაც ძალიან უნდა, იმას ვერ დავუშლით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღესვე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკლესიასთან მოსალაპარაკებლად კიდევ ორი დღე აქვს ხელისუფლებას. მისივე განცხადებით, თუ ყველა მოქალაქე რეკომენდაციას არ დაიცავს, იტალიის მაგალითი განმეორდება საქართველოში.

არ გამოვრიცხავ, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა... თუ არ მოხდება ყელა მითითების მკაცრი დაცვა, რა თქმა უნდა, საქართველო გახდება მეორე იტალია" – განაცხადა მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი