როგორი იქნება ვლადისლავ არძინბას ქანდაკება - ოკუპირებულ სოხუმში კონკურსის შედეგები შეჯამდა

გამოქვეყნდა:

რუსეთისგან ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო სოხუმის ე.წ.-მა კულტურის სამინისტრომ გამოცხადებული კონკურსის შედეგები შეაჯამა და გამოაქვეყნა თვითგამოცხადებული აფხაზეთის აწ გარდაცვლილი "პრეზიდენტის" ვლადისლავ არძინბას ქანდაკების ესკიზი. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგებმა და ქანდაკების საბოლოო სახემ ვერ აღაფრთოვანა ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებმაც უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს. 

"მონუმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს დაახლოებული ვლადისლავ გრიგოლის ძის შინაგან სამყაროსთან, რასაც წარმოდგენილ ესკიზებზე ვერ ვიტყოდით", - წერს პოეტი გენადი ალამია. 

"არძინბა აფხაზეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ მისი სახე კონკურსზე წარმოდგენილმა ვერცერთმა ნიმუშმა ვერ გამოხატა", - დაამატა ისტორიკოსმა იური ანძაბაძემ.

შეგახსენებთ, ვლადისლავ არძინბა 1994-2005 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი იყო. ის მოსკოვში, 2010 წელს გარდაიცვალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი