გადაწყვეტილება მიღებულია: "ქართული ოცნება" მეორედ მოსულ ირაკლი ღარიბაშვილს ორშაბათს ოფიცილურად დაამტკიცებს. წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტი და საქმეთთა მმართველი, უკვე მეორედ დაწინაურდა. ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის სახელთან არაერთი კორუფციული გარიგება თუ ფულის გათეთრების სქემაა დაკავშირებული, ქვეყნის მართვის სადავეებს ორ დღეში ჩაიბარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლიდან, პრემიერობის პირველი დღიდან ქმნის კლანს და ნათესავებს, განსაკუთრებით მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ახლობლებს, სხვადასხვა თანამდებობებზე ნიშნავს.
სწორედ 2013-15 წლებში თამაზ თამაზაშვილის ცოლისძმამ, დამ, სიძემ, დისშვილმა, შვილის მეგობრებმა სამსახურების უფროსების პოსტები გადაინაწილეს.
მალევე გამოვლინდა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა, ღარიბაშვილის კლანმა თავის კონტროლქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანიები. ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მისი ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის მფარველობით ეგრეთწოდებული კახური კლანი ყველაზე გავლენიანი იყო. ზვიად ჯანყარაშვილი იმ დროს შსს-ს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.