
ვაი „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც, ღმერთმა უწყის, უკვე მერამდენედ უწევს პოლიტიკოსებად წოდებულ ცვილის ფიგურათა კარუსელის დატრიალება.
აგერ, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი ლამის ყველა თანამდებობაზეა ნამყოფი, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრობით დამთავრებული.
დაინიშნება, წავა. კიდევ დაინიშნება, კიდევ წავა. და ასე, უსასრულოდ გვიქნევს ხელს დამშვიდობების ნიშნად... ორი დღის წინ კი, ისევ დაგვიბრუნდა.
მართალია, ელემენტარულ რაღაცებში ვერ ერკვევა, მაგრამ აგერ, კიკბოქსინგი იცის თურმე გადასარევად, ასე და ამგვარად, ირაკლი ტაისონ ღარიბაშვილმა გიორგი გახარია ჩაანაცვლა. არადა, რა დრო იყო, კლუბში რომ ერთად ძიგძიგებდნენ...
ავტორი: ბექა ყორშია