21 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეზე მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტის წინ აქციას - კარავი 1921-ს გეგმავს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ დღეს, თითქოს, შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, ისევე როგორც 100 წლის წინათ, მაგრამ აქტივისტებს უწევთ დაამტკიცონ, რომ ეს ნამდვილად ასეა.
"100 წლის მერეც არ არის დაცული 1921 წლის კონსტიტუციის 33-ე მუხლი: "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ."
100 წლის მერეც, ჩვენს კონსტიტუციაში შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა: "ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება."(მუხლი21)
100 წლის მერეც, ჩვენი კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას. ეს არის ჩვენი სამოქალაქო განაცხადი! თუმცა, ხელისუფლება ჯიუტად არღვევს მას", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორები ყველას მოუწოდებენ, რომ პარლამენტთან 13:00 საათზე მივიდნე, თუ:
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს, მათ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვის წინა შესასვლელთან გადატანა სურდათ. კარავი დღეს, 20 თებერვალს პარლამენტის წინ ენმ-ს წევრს, გიორგი ჩალაძესაც არ გააშლევინეს.