20 ივნისის მოვლენები, ანტისაოკუპაციო მოძრაობა, დავით გარეჯის დასაცავად გამართული აქციები საფრთხის შემცველია – სუს–ის ანგარიშს კრიტიკა მოჰყვა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტისაოკუპაციო მოძრაობას ქვეყნის საფრთხედ მიიჩნევს. 44 გვერდიან დოკუმეტში ის საკითხებია განხილული, რამაც ქვეყნის უსაფრთხოება  2019 წელს საფრთხის ქვეშ დააყენა. შესავალში წერია, რომ მთავარი გამოწვევა ისევ რუსული ოკუპაციაა, თუმცა გრიგოლ ლილუაშვილის უწყება არანაკლებ საფრთხედ ანტისაოკუპაციო მოძრაობას აღიქვამს.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ლილუაშვილის უწყების ერთერთი მთავარი გამოწვევა 20 ივნისის აქვია და შემდეგ განვიტარებული მოვლენები იყო. სუს–ი ამტკიცებს, რომ გასულ ზაფხულს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დააზიანა.

აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულისმიღებულ ნორმადდამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვისწერია ანგარიშში.

სუს–ის ანგარიშში 20 ივნისი მხოლოდ ამ ერთი აბზაცითაა მოყოლილი. დოკუმენტში საუბარი არაა, რამ გამოიყვანა იმ დღეს ადამიანები ქუჩაში. საერთოდ ნახსენები არაა სერგეი გავრილოვი – როგორ მოხვდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ჯერ თბილისში და შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

ოპოზიციონერი ქალები, ვინც გავრილოვი მაშინ თავმჯდომარის სავარძლიდან ააყენეს, ამბობენ, რომ სუს–ის ანგარიშში ის წერია, რაც რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა.

გავლიროვის პროვოკაციული ვიზიტის შეფასების ნაცვლად, 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობას სუს–ი ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებს აკისრებს. სამოქალაქო აქტივისტებისთვის კი ანგარიში ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის გათვლილი დოკუმენტია, რომელშიც ისინი ისტორიის შეცვლას ცდილობენ.

20 ივნისის გარდა სუს–ის მიერ სახელმწიფო საფრთხედაა აღიარებული დავით გარეჯის დასაცავად გამართული აქციები. დოკუმენტში წერია, რომ ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე საქართველო-აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა დააყენა.

ვის გულისხმობენ ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებულებში, განმარტებული არაა, თუმცა იმ ადამიანებისთვის ვინც აქციებში მონაწილეობდა სუს–ის ანგარიში პოლიტიკური პოლიციის პატაკია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სუს–ი არა სახელმწიფო უსაფრთხოებას, არამედ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს იცავს.

20 ივნისის და დავით გარეჯის გარდა, დოკუმენტში სხვა არაერთი საკითხია განხილული. საუბარია იმაზეც, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გასულ წელსაც ჰქონდაც მცდელობები ქვეყნის შიდა საქმეეში ჩარევის, თუმცა არაფერია ნათქვამი, არის თუ არა ჯაშუშობის კონკრეტული ფაქტები გამოვლენილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი