დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინაციას მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყებს. მისი ვარაუდით, ვაქცინა თებერვლის ბოლოს, მარტის 10 რიცხვამდე უნდა მივიღოთ.
პარალელურად მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირდაპირი შესყიდვა. მოგეხსენებათ, "ასტრაზენეკას" რამდენიმე დიდი მწარმოებლისთვის აქვს ლიცენზია მიცემული. ეს არის სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიდი კომპანია, ასევე ყველაზე დიდი მწარმოებელი ვაქცინის სერომის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე კონტრაქტი ფორმდება „ასტრაზენეკას“ ლიცენზირებული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. ეს სამი, რაც დაგისახელეთ, კონკრეტული გადაწყვეტილი მიღების გზებია, რომელსაც ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს. შესაძლებელია, იყოს ეს თებერვლის ბოლო დღეები, მარტის 10 რიცხვამდე. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც მარტის პირველ ორ კვირაში ვაქცინაციას ქვეყანა დაიწყებს", - თქვა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას.
ამავე თემაზე: