კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტში ექვთიმე თაყაიშვილი-უმცროსი ესწრება

გამოქვეყნდა:

საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც პარლამენტში აღინიშნება და ამ წუთებში დაიწყო, ექვთიმე თაყაიშვილი-უმცროსი ესწრება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საიუბილეო ღონისძიებების გახსნისას, სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა. 

"მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებებს ესწრება ექვთიმე თაყაიშვილი-უმცროსი, რომელიც დიდი ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლითავი აღინიშნება. პარლამენტში საიუბილეო ღონისძიებებია დაგეგმილი.

კონსტიტუციის დღე საქართველოს აშშ-ის საელჩომ მიულოცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი