ერთპარტიული პარლამენტის წევრები კომფორტის ზონაში იმყოფებიან.
მაჟორიტარებმა ბიუროს შექმნა დაიწყეს, თანხა რამდენიმე მილიონს აღემატება.
საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში 30 მაჟორიტარი დეპუტატია, მათი ხელფასი 5000 ლარს შეადგენს. მათ უკვე დააკომპლექტეს ბიუროებიც, თითო ბიუროს დაფინანსება 144 000 ლარს შეადგენს წელიწადში. საერთო ჯამში თანხა 4 მილიონ ლარს სცდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობა არის უფუნქციო და თანხა წყალში იყრება.
გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც გაყალბებული არჩევნებით მოხდა საქართველოს პარლამენტში, მისი ბიუროს დაფინანსება წელიწადში 144 000 ლარს შეადგენს, რომელიც სამწუხაროდ გორელებს არ ხმარდება. დოკუმენტებში, რომლებიც ჩვენ გამოვითხოვეთ, ნათლად წერია, რომ მის დასაქმებულ ადამიანთა ხელფასებში დაიხარჯება ეს თანხა ,-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ვასილისა ჯაბახიძემ.
გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა უარი განეცხადა იმის თაობაზე, რომ ესაუბრათ იმაზე აღემატება თუ არა ბიუჯეტიდან გადახდილი კოლოსალური თანხა იმ სარგებელს, რომელსაც ხალხი იღებს.