"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალი დასკვნა მიხედვით, სენაკის საკრებულოს წევრმა, დავით ადამიამ, ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან 7 მილიონ ლარამდე თანხა მიიღო.
2017 წლიდან დავით ადამია "ქართული ოცნებიდან" სენაკის საკრებულოს წევრია, ამ პერიოდშ მისმა კომპანია "დაგიმ" 3 300 000 ლარზე მეტი მიიღო ბიუჯეტიდან.
"საერთაშორისო გამჭირველობა საქართველო" სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს და საგამოძიებო უწყებსბს ფაქტით დაინტერესებას სთხოვს.
"2018-19-20 წლის განმავლობაში, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მისი შემოსავალები. პრაკტიკულად მისი სახელმწიფო შესყიდვებით მიღებული შემოსავლების ნახევარი, სწორედ საკრებულოს დეპუტატობის დროს მიიღო. 3 301 000 ლარის შესყიდვა დავიანგარიშეთ ჩვენ. ყველაზე რეკორდული არის გასული წელს მიღებული შემოსავალი. ჩვენი მოსაზრებით ეს არის სავარაუდო კორუფციის ფაქტი. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე შესაბამს უწყებას უნდა ჰქონდეს რეაქცია", - ამბობს ზვიად ქორიძე, "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი.
ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ტენდერების უმრავლესობასი ადამიას კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს.