ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის "თავისუფლების საპარლამენტო ორდენით" დააჯილდოვა.

"პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლამენტო ორდენს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძის "თავისუფლების ორდენით" დაჯილდოების ცერემონიალზე და ბიუროს წევრებს კობახიძის დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი კობახიძეც, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს ორდენით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი