შულავერის კომიტეტი, ისევე როგორც ასი წლის წინ, კონსტიტუციის დამხობას ცდილობს - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიცია შულავერის კომიტეტს შეადარა და თქვა, რომ ისინი კონსტიტუციის დამხობას ისევე ცდილობდნენ, როგორც ამას შულავერის კომიტეტი 100 წლის წინ აკეთებდა.

"დღეს, 21-ე საუკუნის, არც ამას მოვერიდები, შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგოც 100 წლის წინ ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს",-თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთი საუკუნის წინ ამ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის გამო უზენაესმა კანონმა მხოლოდ 4 დღეს იარსება. 

საქართველოს კონსტიტუციის დღე განცხადებით მიულოცა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი