ვაქცინაცია არ დაწყებულა, ბავშვები სკოლებში ღვთის ანაბარად გავუშვით?! - ელისაშვილი ტიკარაძეს

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეებისთვის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, "კოვაქსის პლატფორმის გარდა თუ არსებობს სხვა გზა, საიდანაც ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს და რატომ არ დაიჭირა სახელმწიფომ თადარიგი ვაქცინის შემოსატანად.

"კოვაქსის პლატფორმის გარდა, იყენებთ თუ არა რამე გზებს, რამე საშუალებას, რომ ეს ვაქცინა მოვიპოვოთ. ან რატომ არ დაიჭირა თადარიგი თქვენმა უწყებამ და ზოგადად სახელმწიფომ, იმისთვის, რომ ვაქცინა შემოგვეტანა. ისრაელში ვხედავთ, რომ ნახევარი მოსახლეობა, უფრო მეტიც, აცრილია და დაიწყეს ქვეყნის გახსნა ამის შემდეგ.

ჩვენთან როგორ ხდება?! კი, გაგიჟდნენ ბავშვები სახლში ყოფნით, უნდოდათ საჯარო სკოლებში წასვლა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ვაქცინა შემოტანილი არ არის და ღვთის ანაბარად გავუშვით ბავშვები, ხომ?!",-თქვა ელისაშილმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ელისაშვილის შეკითხვის პასუხად თქვა: "არანაირი პასიურობა არ ყოფილა არც ერთი უწყებიდან"

"არანაირი პასიურობა არ ყოფილა არც ერთი უწყებიდან, ვინაიდან ყველა სამთავრობო რგოლი იყო ჩართული იყო სრულად ჩართული ყველა მოლაპარაკებაში. ეს გამოიხატებოდა შემდეგნაირად, რომ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ეს არის პირველი, ვინც ახორციელებს საჭირო კომუნიკაციებს, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე კოვაქს პლატფორმასთან. აგროვებს ყველა საჭირო სანდო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემდეგი ქმედება უნდა განხორციელდეს",-თქვა ტიკარაძემ.

საკანონმდებლო ორგანში დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, პარლამენტის შენობის წინ კი, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, ჯამში, პოლიციამ 8 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი