სამართალდამცველები კორონავირუსთან ერთად, სამართალდარღვევებსაც ოპერატიულად ებრძვიან - გომელაური

გამოქვეყნდა:

შს მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ საპატრულო პოლიცია კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებს. აკონტროლებს კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.

„სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. შეიცვალა პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა. თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. განახლდა საპატრულო ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა და ავტოპარკი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. ახალი ცენტრების საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი