ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას "ქურდულ სამყაროსთან" - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სამინისტრო "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ "უკომპრომისო" ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. განცხადება გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა:

"სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც გომელაური ამბობს, უწყება კვლავ განაგრძობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას.

გომელაურმა ერთერთ პრიორიტეტად ნარკოდანაშაულთან ბრძოლა დაასახელა.

2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას", - თქვა გომელაურმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი