სასამართლომ მუმლაძეს შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა. 

შს სამინისტორს ცნობით, დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 8 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა "სირხცვილიასა" და "საქართველოსთვის" პარლამენტის წინ აქცია "კარავი 1921" ჰქონდა დაგეგმილი და სიმბოლურად კარავი უნდა გაეშალათ, თუმცა, მათ ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი