თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თქვა:
სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს - თავი არ ამირიდებია, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი, შემეძინა შვილი და 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა - ამბობს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, რაც დრო გადის, ჯარი ნაკლებად პოპულარულია და ეს მსოფლიო ტენდენციაა.
შეგახსენებთ, პარლამენტის კომიტეტებში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.