ამას მარტო შსს ვერაფერს ვერ უზამს - ასე გამოეხმაურა შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ქობულეთში, გარდაცვლილი არასრულწლოვნის საქმეს. მისივე თქმით, სუიციდის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის.
"უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია, ახალგაზრდებში მითუმეტეს და ბევრია სამუშაო. მე ვფიქრობ, ამაზე ყველა ჩვენთაგანმა, არამარტო მე, პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ. როგორც განათლების მიმართულება ასევე ოჯახებმა - ყველა ოჯახმა უნდა აიღოს, ეს დიდი პრობლემაა, მსოფლიოშიც არის ეს პრობლემა არამარტო საქართველოში, თუმცა, საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო", - ამბობს გომელაური, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს, ქობულეთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე ის გააუპატიურეს.