გალია მელიას დასამწყვდევად- ენმ-ს ოფისში გამაგრებული ოპოზიცია ალყის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

გალია მელიას დასამწყვდევად უკვე მზად იყო, როდესაც "ქართული ოცნების" გეგმა თვითონ "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა - თავად პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც საკუთარი თავიც გადაარჩინა და 20 ივნისისგან განსხვავებით, სისხლისღვრაც დააპაუზა.

დააპაუზა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ მოიქცევა მის ადგილზე ღარიბაშვილი - გააგრძელებს იქ, სადაც შეწყვიტა გახარიამ, თუ აირჩევს სხვა გზას. 

ამასობაში, ნიკა მელია ციხე-სიმაგრეში აღმოჩნდა - მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციასთან ერთად ის ნამდვილი ალყის მოლოდინში გამაგრებული იყო "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაც მელიას დაპატიმრებას ალყით და შტურმით აპირებდა, მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანა, სპეცრაზმელები გაემზადნენ, მანქანები დაიქოქა, მაგრამ მძიმე დღეს მოულოდნელი დასასრული აღმოაჩნდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი