
"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები ხვალ, 22 თებერვალს, მინისტრების კანდიდატებთან დაგეგმილ ცალკე შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება უარი ვთქვათ, ხვალ ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში, საქართველოს პარლამენტში მინისტრების კანდიდატებთან ცალკე დაგეგმილ შეხვედრაში. ჩვენი აზრით, უმჯობესია, მსგავსი იმპერატიული შეხვედრის ნაცვლად, ჩვენი შეკითხვები და განცხადებები გავაჟღეროთ ფართო საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტის რიგ-გარეშე სხდომის მუშაობაში, სადაც გვექნება ჩვენი მოსაზრებები და შეკითხვები მინისტრების კანდიდატებთან მიმართებაში", - ნათქვამია განცხადებაში.