რამდენიმე დღეში ზუსტად 100 წელი გავა ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღიდან, როდესაც თბილისში წითელი არმია შემოიჭრა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იქცა. შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ფარგლებშიც კი გაქრა, როგორც ცალკე ერთეული და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილად გამოცხადდა.
საქართველოს გასაბჭოების სათავეში თვითონ ქართველები იდგნენ და გულმხურვალედ ხელმძღვანელობდნენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის პროცესს.
ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ თენგო გოგოტიშვილი პარალელს ავლებს იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებასა და დღევანდელობას შორის.