უზრუნველყოფს თუ არა ახალი შეზღუდვები ვურისისის გავრცელების პრევენციას, თუ ეს მხოლოდ მოქალქეების ცხოვრებას გაარტულებს - სახლახო დამცველი ხელისუფლებას საგნაგებოდ მიმართვას.
ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ახალი აკრძალვა, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას.
ომბუდსმნების შეფასებით, შეზღუდვა უნდა ეხებოდეს ყველა სივცრეს, მათ შორის ეკლესიებს, სადაც რიტუალების მრევლის გარეშე ჩატარება, ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ვერ უზრუნველყო.
საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მხედველობაში მიიღოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
ნინო ლომჯარიას გარდა, საპატრიარქოს და ხელისუფლებას მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის გამო აკრიტიკებს ასევე ოპოზიცია.
კანონმორჩილი მოქალაქეები მძევლად ჰყავს უგუნურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და რელიგიურ ფანატიკოსებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.