
ეკა ბესელია "პოსტ ფაქტუმთან" იხსენებს "ქართული ოცნებიდან" წასვლის პერიოდსა და იმ მოვლენებს, რაც მის გადაწყვეტილებას უძღოდა წინ.
ბესელია იხსენებს, რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ და რას მოჰყვა მასთან მწვავედ დაპირისპირებული ვანო ზარდიაშვილის წასვლა პარლამენტიდან:
მან მე მითხრა ესეთ მნიშვნელოვანი ფრაზა, როდესაც გადავდექი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, ცნობილი ათკაციანი მოსამართლეების სიის შეჩერების მიზნით - შენ კი არ გადადექი, მე გადამაყენე - პირველად ვამბობ ამ ფრაზას...
მე თვითონ ვუთხარი სათქმელი, რასაც მოჰყვა ზარდიაშვილის წასვლა პარლამენტიდან. ეს ჩვენ შორის რჩება რაც ვუთხარი" ამბობს ეკა ბესელია.
"პოსტ ფაქტუმის" რეპორტაჟი - ბიძინა ივანიშვილისგან შერისხულები - ნაწილი პირველი