ვაქცინის შემოტანამ გადაიწია, არ მგონია ეს ტრაგედია - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ვაქცინა 1-2 კვირის დაგვიანებით შემოვა და ამაში ტრაგედია არაფერია:

იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება და ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. გადაიწია ერთი ან ორი კვირით. არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა”,– ამბობს ცერცვაძე პირველი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინის 30 ათასამდე დოზა უნდა შემოსულიყო, რომლითაც 15 ათასამდე მედპერსონალი აიცრებოდა, ამის შემდეგ კი ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვიდოდა.

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი