"რაღაცა სხვა რამ რომ ხდება ჩემს თავს, ვგრძნობ"- ნიკა მელია და ისტორიული დღეები ენმ-ს ოფისში 

გამოქვეყნდა:

ალღო მკარნახობს, რომ მალე ვიქნები ჩვეულებრივად ჩართულ სრულფასოვნად პოლიტიკურ პროცესებში - ამბობს ნიკა მელია "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.

მელია, რომელიც უკვე მეხუთე ღამეა ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად, მთავრი ოპოზიციური პარტიის ოფისში იმყოფება, ამბობს, რომ უჭირს წინასწარ იმაზე საუბარი, როგორ მოიქცევა ხელისუფლება: 

ჩემი დაჭერა უკვე შეუძლებელია. დიდი ხანია ქვეყანა ჩიხშია, დიდი ხანია ვიცით გამოსავალი, მაგრამ როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან? ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალია ვადამდელი არჩევნები. - ამბობს მელია 

მისივე თქმით, ხელისუფლება არ ნიშნავს არჩევნებს, რადგან წინასწარ იცის, რომ წააგებს, თუმცა მელია დარწმუნებულია, რომ "ოცნებას" მაინც მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება: 

ეს ხელისუფლება არის დასრულებული. რამდენიმე თვეში გახდება იძულებული რომ არჩევნები ჩანიშნოს, სხვა გზა არ არსებობს - ამბობს მელია. 

რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის მოულოდნელ გადადგომას, როგორც მელია ამბობს, გახარიამ "ოცნებას" და ივანიშვილს: "ჭკუაში აჯობა":

გახარია ახლა იყო ძალიან სუსტი ქართულ ოცნებაში და იფიქრა, რომ ახლა მეორე 20 ივნისი უნდა მოაწყოს ივანიშვილმა, მე გამოვალ პირველი დამნაშავე და საკუთარი გუნდიც არ დამინდობსო...ჭკუაში აჯობა ერთი სიტყვით" ამბობს ნიკა მელია ნიკა გვარამიასთან პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ნიკა მელიას თქმით, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გაახმოვანა, ერთ ერთი ქვეყნის ელჩმა მისი ეს გადაწყვეტილება დაიჯერა და ერთ ერთი შეხვედრის დროს, მასაც (მელიას) არწმუნებდა ამაში, თუმცა ახლა, როგორც ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, ყველამ, მათ შორის დიპლომატებმაც დაინახეს, რომ ოლიგარქმა ისინიც მოატყუა. 

ივანიშვილი რომ არსად წასულა, ამის კიდევ ერთ მტკიცებულებად მელიას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დასახელება მოჰყავს:

სამი კვირის წინ რომ მეუბნებოდი პარლამენტში, შედი შედი, შედიო, მიხვდება ვისზეც ვსაუბრობ (ელჩი) და ამით მართლაც ღალატს ჩავიდენდით ჩვენ, მაშინ პროკურორი ხომ არ მოვიდოდა ჩემს დასაჭერად? ხოდა ვეკითხები ყველას, მათ შორის იმ ელჩს, რომელიც მთხოვდა შედი პარლამენშტიო - პარლამენტში რომ შევსულიყავი ახლა ხომ არ ვიქნებოდი ამ მდგომარეობაში? რომ არ შევედი და თავი არ დავუხარე იმიტომ ხომ არ აღმოვჩნდი ამ დღეში? - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თითქმის მთელი კვირაა მის გვერდით არიან, მადლობას უხდის

რაღაცა სხვა რამ რომ ხდება ჩემს თავს როგორც ვერ ვგრძნობ. უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ როდესაც დედის თაობის წარმომადგენლები როგორც შვილს ისე მდარაჯობენ, რომ ვიღაცა არ მოვიდეს და არ მომიპაროს, როდესაც მამის ასაკის ადამიანი დგას ფხიზლად ფეხზე და 10-12 საათი რომ მე დამიცვას და ჩემი დაცვით ამ წუთას ქვეყანა დაიცვას, როგორ არ უნდა ვიყო მაქსიმალურად მობილიზებული და არ უნდა მომეცეს კიდევ უფრო მეტი ენერგია? ამბობს ნიკა მელია - "მთავარი აქცენტების" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი