პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს დღეს უყრის კენჭს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა.

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში  მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება - თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, დაიკავებს.

ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბიუჯეტიან  - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში ყოფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, მოადგილე იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში დილიდან იწყება. ევროპელმა-სოციალისტებმა მინისტრობის კანდიდატებთან ცალკე შეხვედრაზე უარი თქვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთპარტიულ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს მხოლოდ მისივე თანაგუნდელები მოუსმენენ.  პლენარული სხდომა კი დღის მეორე ნახევრში დაიწყება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი