ენმ-ს აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია აქვს, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს "ნაციონალური მოძრაობა" ისევ გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ შს მინისტრი, ვახტან გომელური უწყებას ეფექტურად მართავს და თითოეული პოლიციელი გმირია. ღარიბაშვილის განცხადებით, ის "აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი" კამპანია, რაც ენმ-ს მხრიდან მიმიდნარეობს უნდა დასრულდეს.

"ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს, მე მინდა ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა, მე ვიცი რას ნიშნავს პოლიციელად მუშაობა, პოლიცელი არის გმირი. [...] ის აღვირახსნილი, ატისახელმწიფოებრივი კამპანია, რაც მიმდინარეობს ნაცმოძრაობის მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი, ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს, სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ და სრული ხმარდაჭერა პოლიციას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი