"პოლიტიკური დევნა? როგორ გეკადრებათ, ჩემო ბატონო, სასამართლომ იმსჯელა" - "ოცნება" ნიკა მელიას დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ვერდიქტის მოსმენას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ელოდება. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ისევ არ აქვთ იმაზე პასუხი, თუ რა ელის ნიკა მელიას. მათი თქმით, ეს საქმე სამართლებრივია. ისინი ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია და აღსრულებას ექვემდებარება.

ამასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, გააკეთა. 

"გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს და პროკურატურას და არა "ქართულ ოცნებას". შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა აღსრულება", - ამბობს მათიკაშვილი. 

საკითხს ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაურიც - "პოლიტიკური დევნა? როგორ გეკადრებათ, ჩემო ბატონო. სასამართლომ იმსჯელა".

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური, გადაწყვეტილების მიღების თარიღს არ ასახელებს და იმასაც აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ძალოვანი უწყება მუშაობს. 

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი