"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შტურმს ელოდებიან - ლიდერები მელიას არ ტოვებენ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოფისზე შტურმს ისევ ელოდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ნიკა მელიას დაპატიმრების ოპერაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობას ერთპარტიული პარლამენტი დაამტკიცებს. 

ოპოზიცის ლიდერები ოფისს არ ტოვებენ და ამბობენ, რომ ნიკა მელიას სამართალდამცველებს არ გაატანენ. მათი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაიხიონ უკან და გაითვალისწინონ ამერიკელი პარტნიორების მოსაზრებები. საუბრობენ იმაზეც, რომ "ქართული ოცნება" ყოველდღიურად აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. 

"პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში და ეს არის უმწვავესი კრიზისი აუცილებელია განიმუხტოს დიალოგის მხრივ. დღეს ჩვენ დავაანონსეთ 25 თებერვლის აქციის გადადება და კიდევ ერთი სივრცე მივეცით ხელისუფლებას, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. რიგგარეშე არჩევნების გარდა სხვა გზა არ არსებობს",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

პოლიტიკური მოძრაობის ლიდრები მე-6 დღეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი