
"ქართული ოცნების" დეპუტატის ირმა ზავრადაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხა, რას აპირებს იმის გასაკეთებლად, რომ 2012-წლიანების ნდობა კვლავ აღადგინოს.
"თავშივე ვამბობ, რომ ჩემი დიდი მხარდაჭერა გექნებათ ყოველთვის, რადგან თქვენ ხართ 2012-იანი, თქვენ მხრებზე გადაირა ყველა იმ ძალადობამ, ბევრ ადამიანთან ერთად, ზუსტად ძალადობამ, რაზე გამარჯვებითაც 2012 წლის პირველი ოქტომბერი დადგა, ამიტომ მე მჯერა, რომ ეს ენთუზიაზმი კიდევ გაყვება დანარჩენ წლებსაც თქვენი მმართველობის პერიოდში. [...] ასეა თუ ისე, ქართული ოცნების მიმართ ნდობა განელდა, რას აპირებთ იმის გასაკეთებლად, რომ ეს ნდობა, 2012-წლიანების და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანის კვლავ აღადგინოთ?" - იკითა ირმა ზავრადაშვილმა.
დეპუტატმა ასევე იკითხა, როდის ჩაიდება კანონმდებლობაში ის ნაწილი, რომ რიგით პოლიციელს ვერავინ შეურაცხყოფა ვერ მიაყენოს, და ბოლოს:
"ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი საშუალებაა, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ. რაც შეეხება მიზანსა და იდეას, ეს ჩვენ გვჭირდება, რომლის გარშემოც გავერთიანდებით კიდევ ერთხელ, როგორც 2012 წელს და ყველა გამოწვევას, ყველა პრობლემას აუცილებლად დავძლევთ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.