"გამოვხატავ მხარდაჭერას წარმატებული მმართველისა და კარგი ადამიანის მიმართ" - ბერაძე ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტში, სადაც ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რიმა ბერიძემ, პრემიერმინიტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მას მადლობა გადაუხადა.

ბერაძის თქმით, 2012 წელს ღარიბაშვილი "ქვეყნის სადარაჯოზე იდგა, სადაც გადიოდა - სიკვდილი ან გადარჩენა".

​"არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო და დავადასტურო ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა. რომელიც თქვენი, როგორც წარმატებული მმართველისა და კარგი პიროვნების მიმართ გამაჩნია. თქვენ იყავით ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად 2012 წელს იდექით ქვეყნის გადასარჩენად, ქვეყნის სადარაჯოზე, სადაც გადიოდა - სიკვდილი ან გადარჩენა. იდექით მის სათაავეებთან, ღირსეულ ადამიანებთან ერთად და მოხვედით ქართული ოცნების სახელით. ამ ღირებულებით მოდიხართ დღეს და მადლობა ამისთვის", - თქვა ბერაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი