
პარლამენტის უკან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დააკავეს.
"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა, პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, შენობის უკან, აქცია-პერფორმანსს მართავდა. მათ ადგილზე მიიტანეს ბანერები, რომლებზეც იყო სვხვადასხვა შინაარსის წარწერები "რუსეთი ოკუპანტია", "კრემლის ალი" და სხვა.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, პარლამენტის უკან აღმართულ რკინის ბარიკადებზე საპროტესტო წარწერების გაკეთება დააპირეს, რისი უფელბაც მათ სმართალდამცველებმა არ მისცეს და ერთი პირი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.