
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლება შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის გადადება ორივე მხარის ბრალია. ელისაშვილის თქმით, მე-5 რაუნდი რომ გამართულიყო და შედეგით დასრულებულიყო, დღეს ქვეყანაში ასეთი დაძაბული ვითარება არ იქნებოდა.
"დიალოგი და მოლაპარაკება უალტერნატივოა, ამას გავიძახით ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პარტია. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, გარდაუვალია და ყველას დანაშაულია, რომ ის მე-5 რაუნდი ჰაერში გამოეკიდა. ის მე-5 რაუნდი რომ შემდგარიყო, შედეგით დასრულებულიყო, დღეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში არავინ არ ვიცხოვრებდით", - თქვა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვალს უყრის.