პოლიტიკა"ქართული ოცნების" პარლამენტმა ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცაგამოქვეყნდა: ორშაბათი, 22 თებერვალი, 2021 - 21:47
89 მომხრე 2 წინააღმდეგი - "ქართული ოცნების" პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის კაბინეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობა ასეთია: პრემიერ- მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე; ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა. საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;