ნიახური - ღარიბაშვილის მეორედ მოსვლის სიმბოლო და დაკავებები პარლამენტთან 

გამოქვეყნდა:

რუსული ღუმელი და აქცია - პერფორმანსი პარლამენტთან - ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კაბინეტის დამტკიცება აქციის ფონზე მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს რკინის ბარიკადებზე -რუსეთი ოკუპანტია - ამ წარწერის გაკეთების საშუალება არ მისცეს და ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დააკავეს.  

"მეორედ მოსვლა" - ამ სახელწოდების საპროტესტო აქციას, პარლამენტთან  "მოძრაობა სირცხვილია" და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებიც  მართავენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ რომ ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცება აბსურდია და შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. 
შსს-ს განმარტებით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, 173-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვისაა დაკავებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი