"სვლა ტოტალიტარული რეჟიმისკენ", - ასე აფასებენ მედიაექსპერტები, პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მუქარას საპარლამენტო ტრიბუნიდან.
ღარიბაშვილმა დღეს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, არარაობა და კრიმინალი უწოდა.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ამბობს, ღარიბაშვილის ეს განცხადება საზოგადოებამ მედიაზე ზეწოლად უნდა აღიქვას.
"როდესაც დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბარობს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი არხის ხელმძღავნელზე, რომ ის არის არარაობა, ისაა კრიმინალი და ა.შ. ეს საზოგადოების თვალში აღქმული უნდა იყოს არა, როგორც მედიის კრიტიკა, არამედ ზეწოლა და ზემოქმედება მედიაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის დემოკრატიული პროცესების რისკებს და ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ სვლას ტოტალიტარული რეჟიმისკენ", - ამბობს ზვიად ქორიძე.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კი ამბობს, რომ შესაძლოა ღარიბაშვილმა ნიკა გვარამიაც დაიჭიროს და ამ გზით ჩაახშოს კრიტიკული მედიის ხმა.
"არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამიას ეს უსასრულო საასამართლო პროცესები დასრულდეს მისი დაპატიმრებით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული არხის "მთავარი არხის განეიტრალების შესაძლებლობა. ყველაფერზეა წამსვლელი ირაკლი ღარიბაშვილი", - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.
ამ თემაზე ნიკა გვარამიას პასუხი: