
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მათი მთავრობა იდეალური არაა, შეცდომები ყველას მოსდის და ალბათ მის მთავრობას მომავალშიც მოუვა. ამ თემაზე მან პარლამენტის ტრიბუნასთან ისაუბრა.
"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვდის, შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ შეცდომები და რაც მთავარია ეს შეცდომა არ უნდა იყოს სერიოზული პრობლემების შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.