
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" "არაგონივრული, უგუნური" პოლიტიკის შედეგია. ამ თემაზე მან პარლამენტში ისაუბრა.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს არის მისი გარდაცვლაბის დღე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი, მაგალითი და რეალურად ეს არის იმ არაგონივრული, გუგუნური უფრო ასე ვიტყოდი, პოლიტიკის შედეგი, რომელიც ნაცმოძრაობის ხელისუფლების განახორციელა ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობენ, რომ სასამართლო კლანის მიერ იმართება, რომ ის არაა დამოუკიდებელი.