რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბნუნიდან უპასუხა, კიდევ დაემუქრა და თქვა, რომ რეალურად ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება უნდა და არა სამართლიანი არჩევნები:
ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი არის დახურული. ეს საკითხი არ განიხილება...
უმოკლეს ვადაში ჩემი პრიორიტეტი იქნება აღვადგინო კონსტიტუციურ წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს" ამბობს ღარიბაშვილი
ღარიბაშვილის საერთაშორისო პარტნიორებსაც პასუხობს და ამბობს, რო მათ რეალურად არ იციან იმ სამართლებრივი საქმეების შინაარსი, რომლებზეც საუბრობენ. ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ნიკა მელია დამნაშავედ კიდევ ერთხელ გამოაცხადა - საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამანაშვესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან - ამბობს ღარიბაშვილი