
"მოქალაქეების" წევრმა, ლევა იოსელიანმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, თუ ყველაფერი მდორედ მიდიოდა, რატომ წარადგინა იგივე მინისტრთა კაბინეტი.
"თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდა, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორი არის წლების მანძილზე?" - თქვა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის სამთავრობო პროგრამა რაც ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა წინა პროგრამების "ქოფი ფეისთია" და სადღეგრძელოს ახსენებს.