
გამორჩეულად სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო - ასე აფასებს გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის პასუხს, რომელიც მან ლიეტუველ დეპუტატს, ჟიგიმუნტას პავილიონისს გასცა და თქვა, რომ "არ სჭირდებათ, ამ კაცის მენტორული ტონი"
განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარს, ლიტვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეეხებოდა, ღარიბაშვილის სტანდარტითაც კი გამორჩეულად სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანოა - ამბობს ბოკერია.
ღარიბაშვილის განცხადებას, რომ პავილიონის "ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული", ბოკერია კატასტროფულ საერთშორისო გზავნილს უწოდებს:
ამ საოცარმა ბრიყვმა და საქართველოს ეროვნული ინტერესების მავნებელმა იხმარა ტერმინი „პარტიის მეგობარი ქვეყანა“ ლიტვაზე, მსგავსი მავნებლობა და სისულელე ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი არ მომისმენია. ამ კაცს არ ესმის, რომ ლიტვა რომელიმე პარტიასთან აფილირებული არ შეიძლება იყოს და არ ყოფილა. ამაზე მეტი კატასტროფა საერთაშორისო გზავნილის თვალსაზრისით, რას შეიძლება ვუწოდო, არ ვიცი.
სენატის საგარეო კომიტეტის ორმა საკვანძო ფიგურამ საქართველოს საკითხზე, რიშმა და შაჰინმა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოდნავ განსხვავებული სიტყვებით, იგივე სულისკვეთების შეშფოთება გამოხატა, ძალიან მაინტერესებს, იგივე შეფასებები აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარზე, თუ ჩათვალეს, რომ ლიტვა პატარა ქვეყანაა და შეიძლება ამის თქმა? ეს რიტორიკული კითხვაა და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევთ“, - ამბობს ბოკერია.