
მოვუწოდებ ქართულ ოცნებას განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაოს რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად - ნათქვამია ჰანს ვან ბაალენის ღია წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას, მუქარებს და სიძულვილის ენას უკვე მოჰყვა პირველი მწვავე რეაქცია ევროპიდან.
გთავაზობთ წერილს სრულად:
ძვირფასო პრემიერ მინისტრო
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა გასულ პარასკევს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოსტ-საარჩევნო კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს მონაწილეობას და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, და არა სადამსჯელო სამართლებრივი ზომების გატარებას ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
მე ლიბერალი ვარ და ვარ საქართველოს მეგობარი.
როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებული ხმა ისმის და პოლიტიკური უთანხმოებები გვარდება პარლამენტში, და არა ოპოზიციონერების თვითნებური დაკავების შედეგად სასამართლოების მეშვეობით.
ახლა დეესკალაციის და დიალოგის და არა ბრალდებების დროა.
მომავალ კვირას ევროკავშირის ლიბერალური საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის ვიზიტის წინ, მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას განაახლონ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და და ერთად იმუშაონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის თარიღის დასადგენად.
პატივისცემით,
ჰანს ვან ბაალენი
საპატიო პრეზიდენტი, საერთაშორისო ლიბერალური პარტიის პრეზიდენტი, ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პარტია